თურქეთის ქალაქ კონიაში, საერთაშორისო ტურნირი “თურქეთის ფარიკაობის ფედერაციის თასის” მეხუთე საშეჯიბრებო დღეს, ხმლით მოფარიკავე იუნიორების გუნდური ასპარეზობები გაიმართა.
საქართველოს ქალთა გუნდმა: ანასტასია ასათიანის, თამარ კვინიკაძის, ნინო ტუღუშის და თეკლა კაპანაძის შემადგენლობით მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა
კაცთა გუნდი კი, მე-4 ადგილზე გავიდა. საქართველოს გუნდში ასპარეზობდნენ: დავით ჯიმშელეიშვილი, გაბრიელ ონიანი, საბა გოგოხია, გიორგი ბობოხიძე.