ბულგარეთი ხმლით მოფარიკავე სენიორებს შორის მსოფლიო თასს უმასპინძლებს

23-26 იანვარს, ბულგარეთი ხმლით მოფარიკავე სენიორებს შორის მსოფლიო თასს უმასპინძლებს, სადაც ქართველი მოფარიკავეები: სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, ვახტანგ არჩვაძე, ალექსანდრე თავართქილაძე, დავით თავართქილაძე და ალექსანდრა კუვაევა იასპარეზებენ.

ბექა ბაზაძე, ვახტანგ არჩვაძე, ალექსანდრე თავართქილაძე და დავით თავართქილაძე ბრძოლებს 24 იანვარს დაიწყებენ. სანდრო ბაზაძე კი რეიტინგის ათეულშია, შესაბამისად ასპარეზობაში T64-დან 25 იანვარს ჩაერთვება. ალექსანდრა კუვაევა 23 იანვარს იბრძოლებს.

26 იანვარს ბრძოლები გუნდური ასპარეზობებით დასრულდება, საქართველოს ნაკრებში არიან: სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, ვახტანგ არჩვაძე, ალექსანდრე თავართქილაძე.