საერთაშორისო ტურნირი “თურქეთის ფარიკაობის ფედერაციის თასი” დასრულდა

თურქეთის ქალაქ კონიაში, საერთაშორისო ტურნირი “თურქეთის ფარიკაობის ფედერაციის თასი” დასრულდა.

ხმალი/ვაჟები/U14 კატეგორიაში, 107 მოფარიკავე ასპარეზობდა.

აკაკი ჯიქიამ ჯგუფში 5 ბრძოლა მოიგო, უპირატესობით, T128 გამოტოვა და პირდაპირ T64-ში შევიდა, სადაც თურქ მოწინააღმდეგესთან ბრძოლა მინიმალური სხვაობით, 15:14 დათმო.

დავით ჯიქიამ 5 მოგებული ბრძოლის შემდეგ, T128 გამოტოვა და პირდაპირ T64-ში შევიდა, სადაც ბრძოლა 15:10 დათმო.

დემური ჯიქიამ 3 ბრძოლის შემდეგ, T128-ში მოწინააღმდეგე დიდი სხვაობით, 15:3 დაამარცხა და T64-ში შევიდა, თუმცა ბრძოლა 15:6 დათმო.

ხმალი/ქალები/U14 კატეგორიაში 114 სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის: ნინო დარჯანია, ელენე ინასარიძე და ანთუსა ჭელიძე ასპარეზობდნენ. ნინო დარჯანიამ ჯგუფში 3 ბრძოლა მოიგო, T128-ში მეტოქე 15:4 დაამარცხა, თუმცა T64-ში შესასვლელი ბრძოლა 15:7 დათმო.

ელენე ინასარიძემ ჯგუფში 5 მოგებული ბრძოლის შემდეგ, T128 გამოტოვა და უპირატესობით, T64-ში შევიდა, თუმცა ამ ეტაპზე ბრძოლა მინიმალური ანგარიშით 15:14 დათმო. (საბოლოო შედეგი: 33-ე ადგილი)

ანთუსა ჭელიძემ ასევე 5 ბრძოლა მოიგო და  უპირატესობით, T64-ში დაიმკვიდრა ადგილი, სადაც მოწინააღმდეგე 15:4 დაამარცხა და T32-ში შევიდა, თუმცა T16-ში შესვლა ვეღარ მოახერხა, საბოლოოდ 25-ე ადგილზე გავიდა.

ხმალი/ვაჟები/U12 კატეგორიაში 102 სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის ქართველი ხმლით მოფარიკავე ვაკო ესიავა, ნიკოლოზ ქიტიაშვილი, ანდრია ქიტიაშვილი,ალექსანდრე ქიტიაშვილი.

ჯგუფში მოგებების შემდეგ, ანდრია ქიტიაშვილმა T128-ში და T64-ში იასპარეზა, ალექსანდრე ქიტიაშვილმა T128-ში შესვლა მოახერხა, ნიკოლოზ ქიტიაშვილი T128-ში და T64-ში შევიდა, ვაკო ესიავამ კი ჯგუფში მოგებების შემდეგ, T128-ში იასპარეზა. ვაკო ესიავამ და ალექსანდრე ქიტიაშვილმა U10 კატეგორიაშიც იასპარეზეს, ორივე სპორტსმენმა ჯგუფში 4 ბრძოლა მოიგეს, უპირატესობით T128 გამოტოვეს და T64-ში შევიდნენ, სადაც ვაკო ესიავამ მოწინააღმდეგე 8-1 დაამარცხა და T32-ში შევიდა, ხოლო ალექსანდრე ქიტიაშვილმა მეტოქე 8:0 გაანადგურა, შესაბამისად T32-ში გადაინაცვლა, თუმცა ამ ეტაპზე ბრძოლა ორივე სპორტსმენმა დათმო. საბოლოოდ, ვაკო ესიავამ 22-ე, ალექსანდრე ქიტიაშვილმა კი 23-ე ადგილი დაიკავეს.