გერმანიის ქალაქ ჰაგენში “გერმანიის ღია რეგიონალური საერთაშორისო შეჯიბრება” ჩატარდა. U20 კატეგორიაში დაშნით მოფარიკავე ცოტნე დიდიამ მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.
U17 კატეგორიის ჩემპიონი ბარბარე მებუკე გახდა, ხოლო ანამარია ანთიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
წარმატებით იასპარეზა დაშნით მოფარიკავე ტატიანა სვანიძემ ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, U23 კატეგორიაში, დაშნითა და ხმლით მოფარიკავე ქალთა და ვაჟთა შორის ტურნირზე.
ქართველი სპორტსმენი ჯგუფში 4 მოგებული ბრძოლის შემდეგ, T32-ში შევიდა, სადაც იტალიელ მოფარიკავეს 15:11 სძლია და T16-ში დაიმკვიდრა ადგილი, თუმცა მეოთხედფინალში შესასვლელი ბრძოლა ნორვეგიელ სპორტსმენთან, ევროპის მე-9 ნომერთან 15:7 დათმო და საბოლოოდ მე-13 ადგილს დასჯერდა.