კონსერვატორიელი ლუკა წეველიძე(ტენორი) აშშ -ში, კერძოდ ჰიუსტონში Houston Grand Opera – ს მიერ გამართულ კონკურსში მეორე პრემიის ლაურეატი გახდა. მისი ხელმძღვანელი კონსერვატორიის მოწვეული პედაგოგი, ქალბატონი თამარ სარვაზიშვილია.
კონკურსის ჟიურის წევრებმა 2,000 ვიდეო ნახეს და 1,000 კონკურსანტს მოუსმინეს. მათი რიცხვი პირველი ეტაპისთვის 250 -მდე შემცირდა. საბოლოოდ ფინალისთვის შვიდი მომღერალი: ლორენ კეროლი (სოპრანო, აშშ), დარია ლუპუ (სოპრანო, რუმინეთი), ალექსის სიმენარო (სოპრანო, აშშ), მეგ ბრილესლიპერი (მეცო, აშშ), ლუკ ნოველი (ტენორი, აშშ), ლუკა ძეველიძე (ტენორი, საქართველო) და გეონჰო ლი (ბარიტონი, სამხრეთ კორეა) შეირჩა.
წლევანდელი კონცერტის გამარჯვებულები კი გახდნენ:
🏆 პირველი ადგილი: ჯეონჰო ლი
🥈 მეორე ადგილი: ლუკა წეველიძე
🥉 მესამე ადგილი: ლორენ კეროლი
🏅 აუდიტორიის რჩეული: ჯეონჰო ლი
🏅 ანა მარია მარტინესის წახალისების ჯილდო: დარია ლუპუ