თბილისში საერთაშორისო სარეიტინგო ასპარეზობა „KARATE 1 – Series A” დასრულდა

თბილისი არენაზე დასრულდა საერთაშორისო სარეიტინგო ასპარეზობა კარატეში „KARATE 1 – Series A“.

1200-მდე კარატისტმა მსოფლიოს 87 ქვეყნიდან საკუთარი მაღალი პროფესიონალიზმი 3 დისციპლინაში: კუმიტე, კატა და გუნდური კატა გამოავლინა .

საქართველოს ნაკრების კარატისტმა, ცოტნე სორდიამ კუმიტეში, -60 კგ წონით კატეგორია, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მისი პირადი მწვრთნელია გერონტი მამფორია,

2026 და 2027 წლების „KARATE 1 – Series A“-ს მასპინძელი ქვეყანა კვლავ  საქართველო🇬🇪 იქნება, რაც საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის მმართველი გუნდის უდიდესი მონაპოვარია.

აღსანიშნავია, რომ  საქართველოში ასეთი მაღალი რანგის ტურნირი მსოფლიო კარატეს ფედერაციის ეგიდით (WKF) პირველად გაიმართა.

კარატე