მონაკოში დასრულდა ევროპის პირველობა ელვისებურ ჭადრაკში. ჩემპიონატზე 28 ქვეყნის 126 უძლიერესი მოჭადრაკე ქალი, მათ შორის 8 ქართველი მონაწილეობდა.
ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით 13 ტურად გაიმართა.
პირველ ადგილზე 10,5 ქულით ალექსანდრა მალცევსკაია (პოლონეთი) გავიდა, ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვეს: ანა უშენინამ (უკრაინა) და ალექსანდრა კოსტენიუკმა (შვეიცარია).
აღსანიშნავია, რომ ბოლო ტურამდე ჩემპიონის ტიტულისათვის იბრძოდა ბელა ხოტენაშვილი. სამწუხაროდ, ბელა ბოლო ტურში ასპარეზობის გამარჯვებულთან დამარცხდა და საბოლოოდ მერვე ადგილზე გავიდა.
ქართველი მონაწილეების ტექნიკური შედეგები ასეთია:
7.მერი არაბიძე (2378) – 9 ქულა;
8.ბელა ხოტენაშვილი (2347) – 9 ქულა
9.ნინო ბაციაშვილი (2225)- 9 ქულა;
23.ინგა ჭარხალაშვილი (2271)- 8 ქულა;
26.სოფიო გვეტაძე (2183) – 8 ქულა;
30.ლელა ჯავახიშვილი (2308)- 7,5 ქულა;
63.კესარია მგელაძე (1991) – 6,5 ქულა;.
78.ნონა დათუაშვილი (1931)- 6 ქულა;