თამარ ივერის მოსწავლე მარიამ გაგლოშვილი დიუსელდორფის ოპერის დასის წევრი გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ თავად თამარ ივერი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“მინდა გაცნობოთ რომ ჩემი მოსწავლე მარიამ გაგლოშვილი დიუსელდორფის ოპერის დასის წევრი გახდა. ის 30 სოპრანოში საუკეთესოდ შეარჩიეს. ძალიან მიხარია რომ ჩემი მარიამი… აბსოლუტური აუტსაიდერიდან – აბსოლუტურ ლიდერად ვაქციე უპირველესად მისი შრომისმოყვარეობით და მიზანდასახულობით❤️❤️ წინ უფრო და უფრო დიდი წარმატებები ელის, მაგრამ დასაწყისი უკვე შთამბეჭდავია ❤️❤️✊🏼✊🏼
“თითქმის 11 წელია, რაც ამ შესანიშნავ ოპერაში ვმუშაობ და ამ ოპერის ისტორიაში ასეთი კონტრაქტით მარტო მე ვიყავი ქართველი და ახლა უკვე ორნი ვართ,თან ქრისტეს შობას და ახალ წელიწადს დაემთხვა ეს სიახლე, ვულოცავ ამ არაჩვეულებრივ და უნიჭიერეს მომღერალს მარიამ გაგლოშვილს ამ მშვენიერ ამბავს და მის ვოკალის პედაგოგს, საყოველთაოდ ცნობილ მსოფლიო ვარსკვლავს და არაჩვეულებრივ მაესტრას, თამარ ივერს ამ დიდ წარმატებას! 😚🤗💖💝”, – წერს მამუკა მანჯგალაძე.