ნიუ-იორკში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე სწრაფ ჭადრაკში ნინო ბაციაშვილი საპრიზო ადგილებს ინაწილებს.
4 ტურის შემდეგ ქართველმა დიდოსტატმა 3,5 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით ჩამორჩება პირველ ადგილზე მყოფ ალისა ლის (აშშ)
მომდევნო ტურში ნინო თეთრი ფიგურებით ჩინეთის წარმომადგენელ, ტან ჟონგს შეხვდება.
თამაშები თბილისის დროით 23:15 საათზე დაიწყება.
ქართველ მონაწილეთა ტექნიკური შედეგები ასეთია:
ქალები:
ნანა ძაგნიძე – 1 ქულა;
ბელა ხოტენაშვილი -1,5 ქულა;
ნინო ბაციაშვილი – 3,5 ქულა;
ლელა ჯავახიშვილი – 1 ქულა;
ინგა ჭარხალაშვილი – 2,5 ქულა;
სალომე მელია – 2 ქულა;
ვაჟები:
მერაბ გაგუნაშვილი – 1 (5);
ნიკოლოზ კაჭარავა – 2,5 (5).