დღეს, ნიუ-იორკში, სტარტს აიღებს მსოფლიო პირველობა სწრაფ ჭადრაკში

დღეს, ნიუ-იორკში, მსოფლიოს ფინანსურ ცენტრში უოლ-სტრიტზე, სტარტს აიღებს მსოფლიო პირველობა სწრაფ ჭადრაკში. ჩემპიონატი 26-28 დეკემბერს გაიმართება,  ხოლო 30-31 დეკემბერს მონაწილეები  ელვისებურ ჭადრაკში შეეჯიბრებიან ერთმანეთს.

ვაჟთა ჩემპიონატს განსაკუთრებით ელფერს ანიჭებს მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკეების მონაწილეობა: მაგნუს კარლსენის, ფაბიანო კარუანას, მაქსიმ ვაშიე-ლაგრავის.

საქართველოს სახელით ჩემპიონატზე იასპარეზებენ:

ქალები:

ნანა ძაგნიძე;

ბელა ხოტენაშვილი;

ნინო ბაციაშვილი;

ლელა ჯავახიშვილი;

ინგა ჭარხალაშვილი;

სალომე მელია;

ვაჟები:

მერაბ გაგუნაშვილი;

ნიკოლოზ კაჭარავა.

აღსანიშნავია, რომ ნანა ძაგნიძე ერთადერთი ქართველი მოჭადრაკეა, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატზე სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში ყველა სინჯის  მედალი აქვს მოპოვებული.