საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 17-წლამდელთა ნაკრებმა სომხეთში, გნელ მეჟლუმიანის სახელობის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე 9 მედალი – 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო მოიპოვა.
ინდივიდუალური შეჯიბრების შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა გუნდურ შეჯიბრებაში მიიღო მონაწილეობა და მეორე ადგილი დაიკავა.
ჩემპიონები გახდნენ: ნიკა ხასაია (65 კგ), ლუკა ბერიშვილი (80 კგ), გუჯა ლომიძე (92) და ოთარ ბერიძე (110 კგ)
რატი სიკიაშვილი (80 კგ) და გიორგი აბრამიშვილი (110 კგ) ვერცხლის მედლებს, ხოლო თორნიკე თევზაძე (45 კგ), დავით ბურჯანაძე (51 კგ) და გუგა მაჭარაშვილი (55 კგ) – ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.