2025 წლის პირველი იანვრიდან, იცვლება ისრაელის სახელმწიფოში შემოსვლის წესები ქვეყნებისთვის, რომლებიც სარგებლობენ ისრაელთან უვიზო რეჟიმით. ამასთან დაკავშირებით ისრაელში საქართველოს საელჩო ინფორმაციას ავრცელებს.
„ძვირფასო მოქალაქეებო,
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის პირველი იანვრიდან, იცვლება ისრაელის სახელმწიფოში შემოსვლის წესები ქვეყნებისთვის, რომლებიც სარგებლობენ ისრაელთან უვიზო რეჟიმით.
ისრაელში შემოსასვლელად, საჭირო იქნება გამოფრენამდე მინიმუმ 72 საათით ადრე ვებგვერდზე რეგისტრაცია და წინასწარი ავტორიზაციის მიღება (https://israel-entry.piba.gov.il ).
მოქალაქეები, რომლებიც შეავსებენ აღნიშნულ აპლიკაციას, მიიღებენ ისრაელში გამომგზავრების ავტორიზაციას ორ წლამდე ვადით.
იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე შეიცვლის გვარს/სახელს ან გამოცვლის პასპორტს, ავტორიზაცია უნდა მიიღოთ ახლიდან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ავტორიზაცია არ წარმოადგენს საზღვრის კვეთის გარანტიას და მოქალაქეს მოუწევს გასაუბრების გავლა საზღვრის დაცვის ოფიცერთან.
პირველ იანვრამდე, აპლიკაციის შევსება არის ნებაყოფლობითი და უფასო. პირველი იანვრიდან პროცედურა გახდება სავალდებულო და მისი საფასური იქნება 25 შეკელი.
გისურვებთ წარმატებებს!“, – ნათქვამია ისრაელში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციაში.