საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში ძიუდოში ევროპის საკლუბო ჩემპიონატი გაიმართა. ტურნირში მონაწილეობა საქართველოს სახელით კლუბმა „გოლდენ გორმა” მიიღო, რომელიც ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
ბრინჯაოს ფინალში „გოლდენ გორმა” „ჯუდო უკრაინას” ანგარიშით 4:0 სძლია.
ქართულმა კლუბმა ტურნირზე შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა:
-73 კგ ვაჟა მარგველაშვილი,
-73 კგ გიორგი ტერაშვილი,
-90 კგ ლუკა მაისურაძე,
+90 კგ ირაკლი დემეტრაშვილი,
+90 კგ უშანგი კოკაური,
+90 კგ თამაზ ბიგანაშვილი,
-57 კგ ეთერ ლიპარტელიანი,
-70 კგ ეთერ ასკილაშვილი,
+70 კგ სოფიო სომხიშვილი.