ევროპის ზამთრის მე-17 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, “ბაკურიანი 2025“-ის, მშვიდობის ცეცხლი საქართველოშია. შეგახსენებთ, რომ „ბაკურიანი 2025“-ის მშვიდობის ცეცხლი ქალაქ რომში, ისტორიულ Mercati di Traiano-ში საზეიმოდ აინთო.
„ბაკურიანი 2025“ 9-16 თებერვალს გაიმართება. საქართველოს ევროპის 48 ქვეყნიდან ზამთრის სპორტის სახეობების 2000-ამდე სპორტსმენი ეწვევა. ფესტივალისთვის ბაკურიანში, თბილისსა და ბათუმში მოეწყო თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურა. აღსანიშნავია, რომ საქართველო გახდება ევროპაში მერვე ქვეყანა, რომელსაც ჩატარებული ექნება ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ორივე მნიშვნელოვანი ღონისძიება – როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის სახეობებში.