GAFA-ს კურსდამთავრებულის სოფო ბერიშვილის ფილმმა “ილუზია” ჩიკაგოში, CROWN POINT INTERNATIONAL FILM FESTIVAL-ზე საუკეთესო დებიუტანტი რეჟისორის ნომინაციაში გაიმარჯვა.
სოფო ბერიშვილის ფილმმა „ილუზია“ „San Diego Movie Awards“-ზე საუკეთესო დებიუტანტი რეჟისორის ნომინაციაში, World Film Festival in Cannes-ზე საუკეთესო დრამის ნომინაციაში, ნიუ – იორკის „ONIROS FILM AWARDS“-ზე საუკეთესო პროდიუსერის ნომინაციაში, American Golden Picture International Film Festival-ზე საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში, ხოლო ნიუ – იორკის Best Actor & Director Awards-ზე საუკეთესო დებიუტანტი რეჟისორის ნომინაციაში გაიმარჯვა. გარდა ამისა ფილმი „New Jersey Film Awards”-ზე 8 ნომინაციაში იყო წარდგენილი და აქედან ხუთში გაიმარჯვა.
ფილმი „ილუზია“ სურეალისტური დრამაა, რომელიც მთავარი გმირის პიროვნულ ტრაგედიაზე მოგვითხრობს. ფილმში მონაწილეობენ ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მსახიობები: ცისია მეტრეველი, ალექსანდრე ბეგალიშვილი და პატარა ნენე ეპიტაშვილი. მუსიკა ფილმისთვის ზაზა მარჯანიშვილმა დაწერა. რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარის ავტორი კი თავად სოფო ბერიშვილია.