ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) 2024 წლის საუკეთესო მეკარეების რეიტინგი გამოაქვეყნა.
პირველი ადგილი “ასტონ ვილას” არგენტინელმა მეკარემ ემილიანო მარტინესმა დაიკავა. მეორე პოზიციაზე ბილბაოს “ატლეტიკოს” მეკარე უნაი სიმონი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი, 55 ქულით, ესპანური “ვალენსიას” და საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა დაიკავა.
ტოპ 10-ში ასევე მოხვდნენ: მაიკ მენიო (მილანი), ტიბო კურტუა (რეალი), იან სომერი (ინტერი), ანდრეი ლუნინი (რეალი), ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ), დავიდ რაია, (არსენალი) და გრეგორ კობელი (დორტმუნდის ბორუსია).