ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ 2024 წლის საბოლოო რეიტინგები გამოაქვეყნა. რეიტინგები ოლიმპიურ თამაშებზე, მსოფლიო ჩემპიონატზე, კონტინენტური პირველობებისა და საერთაშორისო სარეიტინგო სერიებზე მოპოვებული ქულებით შედგა.
ამ ეტაპზე რეიტინგის სათავეში ოთხი ქართველია. ოთხივე – თავისუფალი სტილით მოჭიდავე:
აკაკი ქემერტელიძე(70კგ)
ავთანდილ კენჭაძე(79კგ)
მირიან მაისურაძე (92კგ)
გენო პეტრიაშვილი(125კგ)
ევროპის ჩემპიონი და ოლიმპიური ვერცხლის პრიზიორი მაჭარაშვილი რეიტინგში მეორე ნომერია, ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი დინგაშვილი კი მე-9️.
ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავეთა შორის საუკეთესო „ათეულებში” 3 ქართველია – მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონი ლერი აბულაძე(63კგ) მე-9️ ადგილს იკავებს. მისი ძმა, ოთარ აბულაძე(72კგ), რომელმაც სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რეიტინგში მესამეა; საუკეთესო შედეგი „კლასიკოსთაგან” გელა ბოლქვაძეს აქვს. იგი 82კგ-ში II ადგილს იკავებს.