საქართველო 19 წლამდე ასაკის ხელბურთელ გოგონათა შორის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

ევროპის ხელბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით საქართველო პირველად უმასპინძლებს 19 წლამდე ასაკის ხელბურთელ გოგონათა შორის ევროპის ჩემპიონატს.

ასპარეზობა 12-20 ივლისს თელავის სპორტის სასახლეში გაიმართება.