მსოფლიო საერთაშორისო საჭადრაკო ორგანიზაციამ „ფიდე“ დეკემბრის რეიტინგ-ლისტი გამოაქვეყნა

მსოფლიო საერთაშორისო საჭადრაკო ორგანიზაციამ „ფიდე“ დეკემბრის რეიტინგ-ლისტი გამოაქვეყნა.

ქალთა შორის ტოპ ათეულის სიაში  დაწინაურდა  ქართული ჭადრაკის ლიდერი, ნანა ძაგნიძე. ნანა, წინა სიაში მეცხრე ადგილზე იმყოფებოდა და ახლა მეშვიდეზე გადაინაცვლა.

რეიტინგ-სიის სათავეში პირველ ოთხ ადგილზე ჩინელი მოჭადრაკეები იმყოფებიან:

I – ჰოუ იფანი – 2633 ქულა;

II – ჟუ ვენჟუნი – 2563;

III – ტან ჟონგი – 2561;

IV – ლი ტინგჟი – 2549….

VII – ნანა ძაგნიძე – 2518;

  1. ნინო ბაციაშვილი – 2476; 22. მერი არაბიძე – 2457; 33. ლელა ჯავახიშვილი – 2426; 37. ბელა ხოტენაშვილი – 2420.

ვაჟთა შორის მსოფლიო საჭადრაკო რეიტინგ-სიის სათავეში, მაგნუს კარლსენია (ნორვეგია) – 2831 ქულით; მეორეზე – ფაბიანო კარუანა (აშშ)- 2805  და მესამეზე  ჰიკარუ ნაკამურა (აშშ) – 2802.

ნანა ძაგნიძე