5-8 დეკემბერს, საფრანგეთის ქალაქ გრენობლში 2024-2025 სპორტული სეზონის გრან-პრის სერიის ფინალი გაიმართება ფიგურულ ციგურაობაში.
1995 წლიდან, საერთაშორისო საციგურაო კავშირის ინიციატივით, ყოველწლიურად იმართება გრან-პრის სერიის ეტაპები, რომლის ლოგიკური დასასრულიც წლის ფინალური ასპარეზობაა, რომელშიც ეტაპების რეიტინგით დადგენილი საუკეთესო ექვსეული მონაწილეობს.
საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში პირველად, უფროსების კატეგორიაში, სპორტული წყვილებში, ფინალში, მსოფლიოს საუკეთესო ექვსეულში მონაწილეობის უფლება, სარეიტინგო 24 ქულით, ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას წყვილმა მოიპოვა. ჩვენი წყვილის გარდა, ფინალში იასპარეზებენ წყვილები კანადიდან, იაპონიიდან, გერმანიიდან, იტალიიდან და ამერიკის შეერთებულ შტატებიდან.
გრენობლში, გრან-პრის ფინალში, სპორტული წყვილების კატეგორიაში მსაჯთა შემადგენლობაში საერთაშორისო კატეგორიის ქართველი მსაჯი სალომე ჩიგოგიძე იმუშავებს.