ისტორიული შედეგი – საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნულმა ნაკრებმა G1 კატეგორიის ტურნირზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა

ბოსნია-ჰერცეგოვინაში დასრულდა ტაეკვონდოში G1 კატეგორიის ტურნირი, რომელზედაც წარმატებით იასპარეზა ეროვნულმა ნაკრებმა. შეჯიბრებაზე საქართველოს ღირსებას 5 ტაეკვონდოისტი იცავდა, მათაგან ზურაბ კინწურაშვილმა და ბექა ქავთარაძემ მოიპოვეს ოქროს მედლები, ხოლო ვიტალი გელაძე ვერცხლის მედალს დასჯერდა.

მოპოვებული მედლებით საქართველოს ეროვნული ნაკრები მამაკაცთა შორის გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე  გავიდა და ჩამოიტოვა ისეთი ქვეყნები, როგორიც არის სამხრეთ კორეა, თურქეთი, აზერბაიჯანი და სხვ… ტურნირში 22 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ G1 კატეგორიის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი ისტორიაში პირველად მოიპოვა.