სარაევოში დასრულდა, G1 კატეგორიის ტურნირი ტაეკვანდოში – “Bosnia and Herzegovina open”
საქართველოს ნაკრებმა ორი ოქრო და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ზურა კინწურაშვილი და ბექა ქავთარაძე – ოქროს მედლის, ხოლო ვიტალი გელაძე ვერცხლის მედლის მფლობელები გახდნენ.
ეროვნული ნაკრები ტურნირზე, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაემგზავრა.