29 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის XXII საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების გამოფენა ოცდამეორედ ბრუნდება.

დარგის ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას საგამოფენო ცენტრი ექსპო ჯორჯია 29 ნოემბრიდან 1-ელი დეკემბრის ჩათვლით უმასპინძლებს.

„გამოფენის უცვლელ მიზანს ქვეყანაში ინდუსტრიის განვითარება, ქართველი მეწარმეების პოპულარიზაცია და ტექნოლოგიური სიახლეების ბაზარზე დამკვიდრება წარმოადგენს.

ადგილობრივ თუ უცხოელ მონაწილეებს კიდევ ერთხელ მიეცემათ საშუალება, გააცნონ თავიანთი პროდუქცია და მომსახურება მომხმარებლებს და შეხვდნენ პოტენციურ პარტნიორებს.

გამოფენის სტუმრებს კი ექნებათ შესაძლებლობა, შეიძინონ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია პირდაპირ მწარმოებლებისგან, მოუსმინონ დარგის ექსპერტებს და მიიღონ მონაწილეობა საინტერესო ვორქშოპებში.

Agro 2024-ის ფარგლებში, ტრადიციულად, მოეწყობა შეხვედრები და თემატური კონფერენციები სახელმწიფო თუ კერძო სექტორების ჩართულობით“, – ნათქვამია გამოფენის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დასწრება თავისუფალია.