საბა ბაღდავაძე ასტანის გრანპრის გამარჯვებულია

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე პარაძიუდოში (J1, უსინათლოთა შორის) ქართველი საბა ბაღდავაძე გრანპრის გამარჯვებული გახდა.

პირველივე დღეს ჩვენმა ფალავანმა, საბა ბაღდავაძემ (-81კგ.) წონით კატეგორიაში ნახევარფინალურ ბრძოლაში ბრაზილიელ მოწინააღმდეგეს სძლია, ფინალურ შეხვედრაში ტატამზე ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ვიქტორ რუდენკო  დაამარცხა და ასტანა 2024 გრან-პრის მფლობელი გახდა.