2024 წლის 23 ნოემბერს, ბუდაპეშტში, ევროპის ძიუდოს კავშირის 76-ე რიგით კონგრესზე, დავით ქევხიშვილი ევროპის ძიუდოს კავშირის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი გახდა და კომიტეტის სპორტულ დირექტორად დაინიშნა.
ეს არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველოს წარმომადგენელი ევროპის ძიუდოს კავშირის აღმასრულებელი ორგანოს წევრი გახდა.