პორტუგალიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე სენიორ-ქალთა შორის, 6 ტურის შემდეგ 4,5 ქულით I-III ადგილს: მაშა კლინოვა (ისრაელი;2229), სოფიო ტერელაძე (2185) და სილვია ალექსიევა (საფრანგეთი;2180) ინაწილებენ.
+65 წლის ასაკის სენიორთა შორის ნონა გაფრინდაშვილი და გერმანელი ბრიჯიტ ბურხარდი ლიდერობენ. +65 ვაჟთა შორის ჩემპიონატზე I-VI ადგილს ინაწილებს ზურაბ სტურუა, ხოლო, +50 ვაჟთა შორის 4 ქულით XI ადგილზე იმყოფება მიხეილ კეკელიძე.
23 ნოემბერს მონაწილეები დაისვენებენ, ხოლო მეშვიდე ტური 24 ნოემბერს გაიმართება.
მეშვიდე ტურში ქართველი მოჭადრაკეების შეხვედრები:
ტატიან გრაბუზოვა – სოფიო ტერელაძე;
მარტინა ფოლკოვა – ნონა გაფრინდაშვილი.
ალონსო ზაპატა – ზურაბ სტურუა;
მიხეილ კეკელიძე – გრეგორი კაიდანოვი;