თვითნასწავლი მხატვარია და საკუთარ თავზე ამბობს, რომ ხელოვნებით მოწამლულია. მართალია, იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა, მაგრამ სპეციალობით არასოდეს უმუშავია. დღეს, ნატალი გომელაური თბილისის 35-ე საბავშვო ბაგა-ბაღში მუშაობს და ცდილობს, რომ პატარებს ხელოვნება აქედანვე შეაყვაროს.
თვლის, მისი მთავარი სტატუსი დედობაა, ოჯახი კი ციხესიმაგრე, სადაც თავის ზღაპრულ პერსონაჟებს ხატავს და თავს ყველაზე ლაღად და ბედნიერად გრძნობს. არა ერთი გამოფენის მონაწილეა, მომავალი წლის მაისში აპირებს გამართოს გამოფენა, რომლის თემატიკა ქალი და მისი სამყარო იქნება.
– ხელოვნებაზე ბავშვობიდან ვარ შეყვარებული. სახვით ხელოვნების მიმართ დედის სიყვარულმა ჩემზეც იქონია გავლენა. ის ხშირად ყიდულობდა ჩემთვის მსოფლიოს გამოჩენილ მხატვრებზე ილუსტრირებულ წიგნებს და სხვადასხვა გამოფენებზეც ხშირად დავყავდი. მამამ კი პირველი საღებავები მიყიდა. მიუხედავად იმისა, რომ დედა მხატვრობის დიდი გულშემატკივარია, ბავშვობაში თითქმის ყველაფერზე მატარა ხატვის გარდა. ჩემით ვხატავდი და არასდროს გამომდიოდა. თუმცა ვწვალობდი და ვჯახირობდი, მაინც არ ვნებდებოდი. შემდეგ ისე გავიდა წლები, რომ ფუნჯი და ფანქარი არც გამხსენებია, მაგრამ მხატვრობის სიყვარული არ განელებულა.
– რა გახდა იმის სტიმული, რომ ფუნჯი ხელახლა აგეღოთ ხელში და ხატვა დაგეწყოთ?
– ანუ თვითგანვითარებაზე ზრუნვა დაიწყეთ?
– ასეც იყო… ყველაფერს ვსწავლობდი და ვცდილობდი, რაიმე არ გამომპაროდა. მინდოდა საკუთარი თავი მეპოვა და მასში აღმომეჩინა ის, რაც მხოლოდ ჩემი სულიდან ამოდიოდა. მიმეგნო იმ ფერებისთვის, რაც ჩემს შინაგან სამყაროს განასახიერებდა. სხვადასხვა ფერებს იქამდე ვაზავებდი ხოლმე, სანამ სასურველ ფერს არ მივიღებდი. ძალიან მიყვარს შემდეგი მხატვრები: გუსტავ კლიმტი, მოდილიანი და გუდიაშვილი, რომელთა გავლენა ალბათ ჩემს ნახატებშიც იგრძნობა. თანამედროვე მხატვრებიდან მერაბ გაგილაძე მომწონს.
– თქვენი პერსონაჟები ძირითადად ქალებია…
– დიახ, ჩემი ნამუშევრების თემატიკა ძირითადად ქალის შინაგანი სამყაროა. ქალი სიცოცხლის საწყისი, როგორც უძლიერესი და ამავდროულად ნაზი და ფაქიზი არსება. განსაკუთრებულად სიყვარულის თემაზე მიყვარს ხატვა, გრძნობაზე, რომელიც უფალთან გვაახლოებს. სიყვარული ნიჭია და ალბათ ათასი სიცოცხლე უნდა გამოიარო იმისთვის, რომ სამყაროში შენთვის სასურველი ერთადერთი ადამიანი იპოვო. რადგან უფალმა სიყვარული და ამ გრძნობის ფერებით გამოსახვის ასეთი ნიჭი მიბოძა, მჯერა, რომ ის მუდამ მიყურებს და მფარველობს.
– როგორია გარემო, სადაც ხატავთ?
– პალიტრის გარეშე ვხატავ ჩემს პატარა სამყაროში, რომელიც სულ რაღაც სამი კვადრატული მეტრია. კედლიდან ღვთისმშობლის ხატები მიმზერს და მათი წყალობით დაღლას არც ერთი წუთი ვგრძნობ. ამ პატარა კუთხეში უსასრულოდ შემიძლია ვიჯდე და ვიმუშაო. ჩემი არაორდინარული და პრაქტიკული მოლბერტიც მეუღლის დამზადებულია.
– ყველაზე ძალიან ვის რჩევებს ითვალისწინებთ?
– რადგან ხელოვნება საკუთარი თავის ძიებაა, როგორ ფიქრობთ, ვინ არის ნატალი გომელაური?
– ის ხელოვნებაზე შეყვარებული ქალი და დედაა, რომლისთვისაც ოჯახი ყველაზე დიდი შთაგონებაა. ჩემს ტილოებს მათი სიყვარულით ვქმნი ხოლმე. ჩემი შეგრძნებები და ემოციებიც მათზეა დამოკიდებული. ყველაზე ერთგული და საიმედო მეგობრები კი ჩემი ფუნჯები და საღებავებია…
თეონა გოგნიაშვილი