მესამე ქართველი მოჭადრაკე, ნანა ალექსანდრია მსოფლიო ჭადრაკის დიდების დარბაზის წევრია.

მსოფლიოს პირველ ჩემპიონ სტეინიცით დაწყებული, 2024 წლამდე ეს პატივი მხოლოდ 43 გამორჩეულ მოჭადრაკეს ერგო. მათ შორის არიან: ლასკერი, კაპაბლანკა, ალიოხინი, ფიშერი, კასპაროვი და ა.შ.

საქართველოდან დღემდე მხოლოდ ორი მოჭადრაკე – ნონა გაფრინდაშვილი და მაია ჩიბურდანიძე იყო ჭადრაკის დიდების დარბაზის წევრი.

World Chess Hall of Fame დაჯილდოების ცერემონია აშშ-ს ქალაქ სენტ-ლუისში გაიმართა.

ნანა ალექსანდრიას წარმატებები და მისი საჭადრაკო მოღვაწეობა წარადგინა ფიდეს ვიცეპრეზიდენტმა მიხაილ ხოდარკოვსკიმ. ასევე  აღსანიშნავია, რომ ლოს-ანჯელესში ქართველ მოჭადრაკეს, ქალაქის სახელით გადაეცა „აღიარების სერტიფიკატი“, სადაც აღნიშნულია ჭადრაკის განვითარებაში შეტანილი მისი ღვაწლი და ძალისხმევა.

ნანა ალექსანდრია