ბათუმში  დოკუმენტური ფილმის და ინკლუზიური თანამედროვე ცეკვის სპექტაკლის ჩვენება გაიმართება

InForm – ინკლუზიური იდეების პლატფორმა 22-24 ნოემბერს ბათუმში  დოკუმენტური ფილმის და ინკლუზიური თანამედროვე ცეკვის სპექტაკლის ჩვენებას აწყობს.

InForm თბილისში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში ინკლუზიური ხელოვნების განვითარებას და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს აკავშირებს ადგილობრივ და საერთაშორისო სახელოვნებო სივრცეებთან. შემოქმედებითი თანამშრომლობით, ცოდნის გაზიარებით და ძლიერი, ინკლუზიური სახელოვნებო თემის შექმნით ჩვენ ვისწრაფვით ქართული სახელოვნებო სივრცე გავხადოთ უფრო მრავალფეროვანი, ხელმისაწვდომი და ინკლუზიური ნებისმიერი შესაძლებლობის ხელოვანისთვის.

ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.

ღონისძიებების ჩატარების მხარდამჭერია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.