პოლონეთში ცენტრალური ევროპის ლიგის მსოფლიოს თასის შესარჩევი ეტაპი გაიმართა. საკვალიფიკაციო ტურნირზე საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა შალვა გაჩეჩილაძემ ურთულესი მარშრუტი წარმატებით დაასრულა და მსოფლიოს თასის ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ისტორიაში შალვა გაჩეჩილაძე პირველი ქართველი მხედარია, რომელიც მსოფლიოს თასის ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
აღსანიშნავია ისიც, რომ ცენტრალური ევროპის ლიგის მსოფლიოს თასის შესარჩევ ეტაპზე ქართველი მხედარი კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდა.
ინფორმაციისთვის: მსოფლიოს თასის ფინალი ცხენოსნობაში გაზაფხულზე შვეიცარიაში გაიმართება”, – ნათქვამია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.