ლიეტუვაში, ქ. ვილნიუსში გამართულ საერთაშორისო ფესტივალის “Kultūrų Dialogas” გახსნისა და XIX საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალის “Pokrov Bells” დახურვის ღონისძიებაში კონსერვატორიის სტუდენტები: დავით აკოფიანი (ვიოლინო), მილენა ჯალალბეკოვა (ვიოლინო), გიორგი გურგენაძე (ჩელო) და მარიკა კუხიანიძე (ფორტეპიანო) მონაწილეობდნენ.
საერთაშორისო ფესტივალი “Kultūrų Dialogas” 2004 წელს სლავური ტრადიციული მუსიკის სკოლის ინიციატივით დაარსდა.
პროგრამის მიზანია ცოცხალი კონტაქტების დამყარება, რომელიც ხელს უწყობს მჭიდრო კავშირებს და აფართოებს კულტურულ საზღვრებს ქვეყნებს შორის.
ფესტივალი „Pokrov Bells“ არა მხოლოდ გამორჩეული კულტურული მოვლენაა, არამედ კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი წყაროა ლიეტუვას და სხვა ქვეყნებისთვის.
ფესტივალი მეცხრამეტე წელია ახარებს თავის ერთგულ აუდიტორიას უნიკალური პროგრამებით, სადაც ნაჩვენებია როგორც ლიეტუვის, ისე უცხო ქვეყნების ფოლკლორული ტრადიციები. მაყურებელს შესაძლებლობა მიეცა სიამოვნება მიეღო სომხეთის, ლატვიის, პოლონეთის, ლიეტუვის, ნორვეგიის, საქართველოს, უკრაინისა და გერმანიის ფოლკლორული ანსამბლების მიერ შესრულებული ხალხური სიმღერებისა და ტრადიციული ქორეოგრაფიის უნიკალური. ნიმუშებით.
ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს.