ლევილის ქართულ მამულში თოჯინური სპექტაკლი „ჯაყოს ხიზნები” იდგმება

საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანება ლევილის ქართულ მამულში თოჯინურ სპექტაკლ „ჯაყოს ხიზნებს” დგამს.

„ჯაყოს ხიზნებს“, თავისი სიმძაფრითა და სათქმელის მნიშვნელობით, პროფესიონალთა გუნდი ამუშავებს. საგულისხმოა, რომ მონაწილე მსახიობები გაერთიანებაში შემავალი სხვადასხვა თეატრიდან – ქუთაისის, ბორჯომის, ახალციხისა და თბილისის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრებიდან არიან.

ამის შემდეგ ლევილის შემოქმედებითი სახელოსნო ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობისა და სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრებს უმასპინძლებს – ერთობლივ სპექტაკლზე სამუშაოდ.