ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 1 დეკემბერს, 12:00-დან 19:00 საათამდე, მთაწმინდაზე, კლუბ „ანდერვილში“ ცქრიალა ღვინის მესამე ფესტივალი გაიმართება.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ყველა სტილის ცქრიალა ღვინის მწარმოებლები: შამპანური მეთოდი, პეტნატი (ნატურალური ცქრიალა), შარმას მეთოდი, შუშხუნა ღვინო.
ფესტივალის კარი ყველასთვის ღიაა.