ქართველმა მსახიობმა, დათა ჩაჩუამ ფილმისთვის – „Panopticon“, საუკეთესო ახალი შემსრულებლის ნომინაციაში, „აზიური ოსკარის“ ჯილდო მიიღო.
„პანოპტიკონი“ საქართველოს, საფრანგეთის, იტალიისა და რუმინეთის ერთობლივი ნამუშევარია.
მთავარ როლებს დათა ჩაჩუა, ია სუხიტაშვილი, მალხაზ აბულაძე და ვახტანგ კედელაძე ასრულებენ.ფილმის რეჟისორია გიორგი სიხარულიძე.
ფილმში მოქმედება 2018 წლის საქართველოში ხდება. მთავარი პერსონაჟია16 წლის სანდრო, რომელიც საკუთარი იდენტობის და ფასეულობების ძიების პროცესში განსხვავებული და ზოგჯერ რადიკალური იდეოლოგიური თუ კულტურული ნორმის გავლენას გამოცდის.