23-წლამდელ ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი სამივე ხარისხის მედლის მოპოვებით დაიწყო

საქართველოს 23-წლამდელ ძიუდოისტთა ნაკრებმა პილას  ევროპის ჩემპიონატის პირველივე დღეს სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებიდან საუკეთესო შედეგს მიაღწია ვაჟთა ნაკრების წარმომადგენელმა გიორგი ტერაშვილმა (-73 კგ). იუნიორებში ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაება. ოქროს ქულამდე გაგრძელებულ შეხვედრებში მოუგო უკრაინელ და სომეხ მოწინააღმდეგეებს, მეოთხედფინალში ვაზარით გაიმარჯვა ხორვატ მატეია სტოსიჩთან, ნახევარფინალში ასევე ვაზარით მოუგო უნგრელ არონ ჟაბოსთან და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ტერაშვილმა გადამწყვეტ შეხვედრაში ორი ვაზარით დაამარცხა უნგრელი დანიელ სეგედი და კვარცხლბეკის პირველ საფეხურზე ავიდა.

გოგონათა ნაკრების წარმომადგენელმა ნინო ლოლაძემ (-57 კგ) ისრაელელ, ხორვატ, ფინელ და ესპანელ მეტოქეებს აჯობა, მაგრამ სამწუხაროდ, ოქროს მედლისთვის შეხვედრაში იპონით დამარცხდა აზერბაიჯანელ ფიდან ალიზადასთან და ვერცხლის მედლით დაასრულა გამოსვლა.

ბრინჯაოს მედალი მოიპოვა თენგო ზირაქაშვილმა (-66 კგ). იუნიორებში ოქროს მედლის მფლობელმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში პოლონელ კრჟიშტოფ კლიმკიევიჩს ორი ვაზარით აჯობა და ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.