მონტენეგროში მიმდინარე ევროპის ვაჟთა ჩემპიონატზე, ექვსი ტურის შემდეგ, ქართველი მოჭადრაკეებიდან ბაადურ ჯობავა დაწინაურდა. მის აქტივში 6-იდან 4,5 ქულაა.
მომდევნო ტურში, რომელიც დღეს, 15 ნოემბერს გაიმართება, ბაადურის მეტოქე თურქეთის წარმომადგენელი კურუ ატილა იქნება.
ამ ეტაპისთვის ჩემპიონატის ქართველ მონაწილეთა ტექნიკური შედეგები ასეთია:
ბაადურ ჯობავა (2587) – 4,5 ქულა;
ლუკა პაიჭაძე (2546) – 3,5 ქულა;
გიგა ყუფარაძე (2533) – 4 ქულა;
ნიკოლოზი კაჭარავა (2525)- 3 ქულა;
თორნიკე სანიკიძე (2437) – 3,5 ქულა;
ნოე თუთისანი (2411) – 3,5 ქულა;
დავით ნემსაძე (2366)- 3,5 ქულა;
ირაკლი ახვლედიანი (2363) – 2,5 ქულა;
ალექსანდრე წანაწყენიშვილი (1987) 2,5 ქულა;