ნიუ-იორკში დასრულებული ბილ ფარელის სახელობის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული ქართველმა მძიმეწონოსანი, ზვიად პატარიძე გახდა.
ქართველმა ფინალში ამერიკის სახელით მოასპარეზე კუბელი ფრიმანი 6:0 დაამარცხა, მანამდე კი უკრაინელ ვიშნიცკისა და ამერიკელ მესონს დამაჯერებლად მოუგო.
ზვიადი, რამდენიმე წელია, ამერიკაში ცხოვრობს და მას საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ზაზა სილაგაძე ავარჯიშებს.