მსოფლიოს ჩემპიონატი კომპოზიციების ამოხსნაში 14 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის კესარია მგელაძის გამარჯვებით დასრულდა.
ჩემპიონატი კომპოზიციების ამოხსნაში ბრაზილიის ფლორიანპოლისში გაიმართა და ქართველმა მოჭადრაკემ საუკეთესოს ტიტული როგორც გოგონათა ასევე ჭაბუკთა შორისაც მოიპოვა.
ასპარეზობის მეორე ქართველი მონაწილე მარიამ კალანდაძე საერთო ჩათვლაში მეცხრეზე, ხოლო გოგონათა შორის მეხუთეზე გავიდა.