საქართველოში კინოსა და ღვინის პირველი საერთაშორისო ფესტივალი ტარდება

8-10 ნოემბერს, პირველად საქართველოში, კინოსა და ღვინის საერთაშორისო ფესტივალი WineCast იმართება.

ფესტივალის პირველ დღეს – 8 ნოემბერს გაიხსნა ქართული ვაზის ჯიშის – საფერავის მემორიალური დაფა, რითაც საფუძველი ჩაეყრება „ვაზის ხეივნის“ დაარსებას.

”Winecast” ფესტივალის კიდევ უფრო მნიშვნელოვანმა ნაწილმა, 9 ნოემბერს, კახეთში, წინანდლის მამულში გადაინაცვლა, სადაც, 2 დღის მანძილზე, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ ფილმების ჩვენებებს, ღვინის დეგუსტაციებს, ქართული უნიკალური ყველისა და ღვინის შეხამების მასტერკლასებს, ამერიკული ღვინის დეგუსტაციას, კინო მასტერკლასებს, საღამოს კი ისიამოვნონ ცოცხალი მუსიკით.