საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ქალთა ნაკრებმა იტალიაში, ქალაქ პიზაში 2024 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე ასპარეზობა დაიწყო.
შეჯიბრების პირველივე დღეს, რაპირით ფარიკაობაში ირმა ხეცურიანმა ნახევარ ფინალში ბელორუსი მოწინააღმდეგე ალესია ილმინსკაია 15:7 დაამარცხა, ფინალურ შეხვედრაში უკრაინელ ნადია დოლოჰს მოუგო ანგარიშით 15:13 და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.