30 და 31 ოქტომბერს, ესტონეთის მუსიკისა და თეატრის აკადემიის დიდ დარბაზში გამართულ კონკურსზე კონსერვატორიელ მარიამ მიქელთაძეს (ხელმძღვანელი: უფროს ლექტორი – მიჰკელ პოლი) ჰელმი ვალტმანის სტიპენდია მიენიჭა, როგორც საფორტეპიანო მიმართულების საუკეთესო უცხოელ სტუდენტს.
კონკურსში სულ 15 ახალგაზრდა პიანისტი მონაწილეობდა. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: პროფესორი მარჯე ლოჰარუ და უფროსი ლექტორი მატი მიკალაი.
სტიპენდიები ესტონეთის ეროვნული კულტურის ფონდის მეშვეობით გამოიყო.
ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს.