პიანისტთა მე-10 საერთაშორისო კონკურსზე ბექა სიხარულიძემ პირველი პრემია, ხოლო გიორგი გრძელიძემ მეორე პრემია დაიმსახურეს

თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა მე-10 საერთაშორისო კონკურსზე, რომელიც ოქტომბრის ბოლოს  ბორჯომში გაიმართა მეოთხე ასაკობრივ კატეგორიაში კონსერვატორიელებმა ბექა სიხარულიძემ პირველი პრემია (ხელმძღვანელი – მიწვეული მასწავლებელი მამუკა სიხარულიძე) და გიორგი გრძელიძემ მეორე პრემია (ხელმძღვანელი – პროფესორი ნუცა ჭირაქაძე) დაიმსახურეს.

ასევე ბექა სიხარულიძემ აიღო კონსერვატორიის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი შოპენის ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისთვის და თამარ ლიჩელის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი პროფესიონალიზმისთვის.

ჟიურის წევრებს შორის იყვნენ: ნინო გვეტაძე, ვალერიან შიუკაშვილი, გაიუშ კესკა და თამარ ლიჩელი.

ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს.