ღვინის ეროვნული სააგენტოს და პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქალაქ კრაკოვში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაში enoexpo 2024 ქართული ღვინის ხუთი მწარმოებელი მონაწილეობს.
„EnoExpo“, რომელიც უკვე ოცდამეერთედ იმართება, ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ გამოფენად ითვლება აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში.
გამოფენაზე ქართული ღვინის კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ შეხვდნენ ადგილობრივ იმპორტიორებსა და ჰორეკა სექტორის წარმომადგენლებს სამომავლო თანამშრომლობისა და ექსპორტის ზრდის მიზნით.