ლას-ვეგასში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში ალექსი დავითაშვილმა ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა. ფინალში მან მონღოლი ძიუდოისტი დაამარცხა და პლანეტის საუკეთესო ძიუდოისტი ზედიზედ მერვედ გახდა.
დღეს ვეტერანთა მსოფლიოს პირველობის დასკვნით საშეჯიბრებო დღეს ოთხი ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს.
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ სამი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 10 მედალია.
ტურნირის ჩემპიონები ალექსი დავითაშვილი, გივი ნადარეიშვილი, ლაშა ტაველური და დევიკო გობეჯიშვილი გახდნენ. ვერცხლის მედლებს პაატა მერებაშვილი, ლაშა მიქაბერიძე და გიგლა ალიბეგაშვილი, ხოლო ბრინაჯოს კი – ავთანდილ ბოგვერაძე, დავიდ უძილაური და გიგლა წიფიანი დაეუფლნენ.