14 წლამდე ასაკის გოგონათა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე კესარია მგელაძე, ექვსი ტურის შემდეგ, ლიდერობას ინარჩუნებს.
მეექვსე ტურში მან ყაიმით დაასრულა შეხვედრა ფიდეს სახელით მოასპარეზე, დიანა პრეობრაჟენსკაიასთან და 6-იდან 5,5 ქულით პირველობას ინაწილებს პრეობრაჟენსკაიასა და ნილუფარხონ იმომკუზიევასთან(უზბეკეთი) ერთად.
მეშვიდე ტურში კესარიას მეტოქე სწორედ უზბეკი მოჭადრაკე იქნება.
მეშვიდე ტურის შეხვედრები დღეს, 5 ნოემბერს გაიმართება.