Erasmus+ ორკესტრის წევრი სტუდენტების მონაწილეობით ბარიში კონცერტი გაიმართა

14-18 ოქტომბერს, Erasmus+ ორკესტრის წევრი სტუდენტების მონაწილეობით ბარიში (იტალია), “Teatro Petruzzelli” დარბაზში, კონცერტი გაიმართა.

კონცერტში მონაწილეობდნენ თბილისის სახელიმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები:

კონსტანტინე ეროიანი – მაგისტრატურის საფეხურის საშემსრულებლო ფაკულტეტის სტუდენტი, საორკესტრო სიმებიანი საკრავები;

ეკატერინე გარდავაძე –  მაგისტრატურის საფეხურის საშემსრულებლო ფაკულტეტის სტუდენტი, საორკესტრო სიმებიანი საკრავები;

გიორგი ნადარეიშვილი –  მაგისტრატურის საფეხურის საშემსრულებლო ფაკულტეტის სტუდენტი,  სიმებიანი საკრავები;

აღსანიშნავია, რომ კონსტანტინე ეროიანი დაინიშნა ორკესტრის მთავარ კონცერტმაისტერად, ასევე ორკესტრის “ამბასადორად”, რომლის მანდატის ფარგლებშიც ის პირველ კონცერტს ლისაბონში 1 ნოემბერს გამართავს.