2 და 3 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე, ყველაზე ფერადი და სურნელოვანი ფესტივალი – ყვავილების გამოფენა გაიმართება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ბოტანიკური ბაღის ქრიზანთემების კოლექციის მრავალფეროვნება და ტროპიკულ მცენარეთა ორანჟერეის კოლექცია, თბილისსა და რეგიონებში არსებული სანერგე მეურნეობების პროდუქცია.
ასევე გელოდებათ:
🔸თემატური ნახატების გამოფენა
🔸ლენტებით ყვავილების ქარგვის მასტერკლასი
🔸თიხით ძერწვის მასტერკლასი
🔸ეკოსაგანამნანათლებლო აქტივობები
🔸ეპოქსიდით შექმნილი თემატური ხელნაკეთი ნივთების გამოფენა
🔸საშემოდგომო გვირგვინების მასტერკლასი
🔸ყვავილების გადარგვისა და მოვლის მასტერკლასი
გარდა ამისა, გელოდებათ ცხელი გლინტვეინი, ნაკვერჩხალზე მოხალული წაბლი და სასიამოვნო გარემო.
გაილამაზეთ შემოდგომის დღეები ბოტანიკურ ბაღთან ერთად და გაიგეთ მეტი შემოდგომის ყვავილების შესახებ