ზურაბ სტურუა ერთპიროვნულად დაწინაურდა ევროპის პირველობაზე სენიორ (65+) მოჭადრაკეთა შორის. მის აქტივში ექვსი ტურის შემდეგ ხუთი გამარჯვება და ერთი ყაიმით დასრულებული პარტიაა.
მეშვიდე ტურში სტურუას მეტოქე გერმანელი დიდოსტატი, რაინერ კნააკი იქნება.
50+ სენიორთა ჩემპიონატზე ასევე წარმატებით ასპარეზობს ქართველი დიდოსტატი, მიხეილ კეკელიძე. თბილისელი დიდოსტატი, ექვსიდან 5 ქულით პირველობას ინაწილებს და მისი მეტოქე მომდევნო ტურში სლოვაკი დიდოსტატი, მარტინ მრვა იქნება.