პარიზში, „შატლეს“ თეატრში, „ფრანს ფუტბოლის“ ორგანიზებით, „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი იმყოფებოდა. მამარდაშვილი ლევ იაშინის სახელობის წლის საუკეთესო მეკარის ჯილდოზე იყო წარდგენილი.
საუკეთესო მეკარის ნომინაციაში ასევე წარდგენილნი იყვნენ დიოგუ კოშტა, ჯანლუიჯი დონარუმა, ანდრეი ლუნინი, უნაი სიმონი, გრეგორ კობელი, ემილიანო მარტინესი, იან ზომერი, მაიკ მენიო და რონუენ უილიამსი – გამარჯვებული ზედიზედ მეორედ ემელიანო მარტინესი გახდა.
გიორგი მამარდაშვილი მეშვიდე ადგილზე გავიდა, ის პირველი ქართველი მეკარეა, რომელიც ლევ იაშინის სახელობის ჯილდოზე წარადგინეს.