ბრატისლავაში „ონდრეი ნეპელას თასზე” “ჩელენჯერის სერიის” მორიგი საერთაშორისო ტურნირი” გაიმართა. სპორტულ ცეკვებში, 12 ქვეყნის 15 მონაწილე წყვილს შორის, ჩვენი ნაკრებიდან იასპარეზა დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის მოცეკვავე წყვილმა, რომელმაც ორი პროგრამის ჯამში 201.87 ქულით ვერცხლის მედალი და მე-2 ადგილი მოიპოვა.
დევის- სმოლკინის წყვილის შემდეგი სტარტი გრან-პრის ბოლო ეტაპზე, ნოემბერში, ჩინეთში გაიმართება.